საომარი მოქმედებების დასრულებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ, ავიაკომპანია Ryanair-ი მზადაა განაახლოს უკრაინაში ოპერირება. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.

Ryanair-მა 60-მდე უკრაინელი პილოტი და ეკიპაჟის 80-მდე წევრი დაიქირავა, რომლებიც ძირითადად პოლონეთის ბაზებზე იმყოფებიან და ბაზრის გახსნას ელოდებიან.

Ryanair Holdings Plc-ის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ ო'ლირის თქმით, ქვეყანაში დაბრუნებიდან 12 თვის განმავლობაში, ავიაკომპანია 30 მარშრუტის და რამდენიმე ბაზის შექმნას გეგმავს.

„ჩვენ შეგვიძლია იქ ფრენა დაახლოებით ორ კვირაში. ჩვენ აქტიურად ვეძებთ გზებს და ვიკვლევთ შესაძლებლობებს უკრაინაში დასაბრუნებლად“, - განაცხადა ო'ლირმა.

ის პროგნოზირებს, რომ უკრაინის აღდგენა უზარმაზარ შესაძლებლობაა ევროპული ბიზნესისთვის, სადაც ავიაცია მთავარ როლს თამაშობს, რადგან „რუსები სავარაუდოდ ააფეთქებენ გზებს და ხიდებს გასასვლელში“ და თვითმფრინავები მოგზაურობის ძირითადი გადაადგილების საშუალება გახდება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე და შემდგომში ქვეყნის საჰაერო სივრცის დახურვამდე, Ryanair სიდიდით მეორე ავიაკომპანია იყო ბაზარზე. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ახლა გადამზიდავი პირველობას შეეცდება.