რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში „არამეგობრული ქვეყნებიდან“ თევზისა და ზღვის პროდუქტების მზა პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ რუსულ მედია იუწყება.

გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირიდან, აშშ-დან და ნორვეგიიდან იმპორტზე უარის თქმის შედეგად გამოთავისუფლებული ნიშები ადგილობრივი მწარმოებლებით შეივსება, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ  ასეთი პროდუქციის შიდა ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ გაზარდონ წარმოების მოცულობა, გააფართოონ ასორტიმენტი და გაზარდონ სამუშაო ადგილების რაოდენობა.

არამეგობრული ქვეყნების სიას რუსეთის ფედერაციის მთავრობა ამტკიცებს. 2022 წლის ბოლო განახლებით ჩამონათვალში არიან 

  • ავსტრალია
  • ალბანეთი
  • ანდორა
  • ბაჰამის კუნძულები
  • ბრიტანეთის ზღვისიქითა  ტერიტორიები
  • დიდი ბრიტანეთი
  • ევროკავშირი
  • ისლანდია
  • კანადა
  • ლიხტენშტეინი
  • მიკრონეზია
  • მონაკო
  • Ახალი ზელანდია
  • ნორვეგია
  • კორეის რესპუბლიკა
  • სან მარინო
  • ჩრდილოეთ მაკედონია
  • სინგაპური
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • ჩინეთის რესპუბლიკა
  • უკრაინა
  • მონტენეგრო
  • შვეიცარია
  • იაპონია

      

საქართველო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში არაა.