რუსეთმა თურქეთიდან პომიდვრის იმპორტის კვოტები 350 000 ტონიდან 500 000 ტონამდე გაზარდა. 

რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ბრძანება ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

2016 წლის დასაწყისიდან 2017 წლის ნოემბრამდე თურქული პომიდვრის რუსეთში შეტანა აკრძალული იყო.

2018 წლის მარტში თურქეთიდან 50 000 ტონამდე პომიდვრის იმპორტის კვოტა შემოიღეს. მომავალში კვოტა თანდათანობით გაიზარდა.