2 ევროპული ბანკის რუსულმა ფილიალებმა შეწყვიტეს ოპერაციები უცხოურ ვალუტაში. ამის მიზეზი მოსკოვის ბირჟის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების გახდა, რის შემდეგადაც მოსკოვის ბირჟამ დოლარსა და ევროში ვაჭრობის შეწყვიტა.

Frank RG-ის ცნობით, იტალიური ჯგუფის Intesa San Paolo-ს შვილობილი ბანკი Intesa-მ სავალუტო ოპერაციების შეწყვეტის შესახებ გააკეთა განაცხადა. ბანკმა, რომელიც აქტივების მხრივ რუსეთის ფედერაციის ტოპ 50-ეულშია, 13 ივნისიდან შეწყვიტა ევროს კონვერტაცია და ამ ვალუტაში გადარიცხვები.

ბანკი, რომელიც ერთ-ერთი უკანასკნელი დასავლური ბანკია რუსეთის ბაზარზე, კლიენტებს შესთავაზა, რომ ანგარიშებიდან ვალუტა გაეტანათ.

უნგრეთის ამავე სახელწოდების საბანკო ჯგუფის შვილობილი OTP Bank-მა ასევე შეაჩერა უნაღდო ვალუტის გაცვლა რუსეთში. აღნიშნული ბანკში აქტივების მხრივ 28-ე ადგილს იკავებს და 37,4 მილიარდ რუბლს ფლობს ინდივიდუალურ დეპოზიტებში.

როგორც ბანკის პრესსამსახური აცხადებს, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „სავალუტო ინფრასტრუქტურაზე სანქციების შეზღუდვასთან დაკავშირებით“. მათი თქმით, უნაღდო კონვერტაცია ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც „არაერთი ტექნიკური საკითხი, რომელიც დაკავშირებულია დოლარში და ევროში ვაჭრობის შეჩერებასთან მოსკოვის ბირჟაზე, გადაწყდება“.