უკრაინამ ნოვოროსიისკის სამხედრო პორტზე პირველივე წარმატებული შეტევისას, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემის დაზიანება შეძლო.
ნოვოროსიისკში ოკუპანტების შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა განთავსებული. გასული წლის შემოდგომაზე უკრაინის საზღვაო დრონებმა შეძლეს ნოვოროსიისკამდე ჩაღწევა, თუმცა ქალაქის სამხედრო ობიექტზე შეტევა პირველად განხორციელდა.
პირველი ცნობები მასშტაბური აფეთქების შესახებ ადგილობრივ ტელეგრამ არხებში ღამის დაახლოებით 3 საათზე გავრცელდა. აფეთქება სოფელ იუჟნოე ოზერეევკასთან მოხდა, რომელიც უშუალოდ ქალაქ ნოვოროსიისკიდან 12 კილომეტრით არის დაშორებული. აქვე მდებარეობს ტრასკანსპიური მისლადენის კონსორციუმის ნავთობტერმინალი.
უკვე დილის 7 საათზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო დრონების შეტევის წარმატებით მოგერიების შესახებ განაცხადეს. უწყებაში ოპერაციაში მონაწილე გემებიც დაასახელეს.