გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი კლებას განაგრძობს.
Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო სავაჭრო სესიის შედეგად, ერთი უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 37 აშშ დოლარით შემცირდა და 4 066 დოლარი შეადგინა.
კერძოდ, დღის ჭრილში ოქროს ფასი 0.91%-ით არის შემცირებული, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში კლება 0.68%-ს შეადგენს.
მიუხედავად ბოლო პერიოდში დაფიქსირებული კლებისა, წლიურ ჭრილში ოქროს ფასი კვლავ ზრდას აჩვენებს. Gold Price-ის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ძვირფასი ლითონი 2.55%-ით არის გაძვირებული.