პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 7 ნოემბერს მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, დაშავებულია 16-ზე მეტი ადამიანი. მომხდარის გამო ქვეყანაში 8 და 9 ნოემბერი გლოვის დღეებად გამოცხადდა.
გლოვის დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვება.
„2026 წლის 7 ნოემბერს კრაკოვში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, 8 და 9 ნოემბერი მთელი ქვეყნის მასშტაბით გლოვის დღეებად გამოცხადდა“, – განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კაროლინა გალეცკამ.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ოთხი ქალია, ორი კი მამაკაცი. დაშავებულებს შორის არიან პოლიციელები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს კრაკოვის მთავარ მოედანზე შეიარაღებული პირი ავტომობილით შეიჭრა და მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიციის ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი პოლონეთის 24 წლის მოქალაქეა.