2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 2.329 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11.3%-ია. ამ მაჩვენებლით ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილს იკავებს.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში ჩინეთში ექსპორტი წლიურად 168.7%-ით გაიზარდა და 583.085 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის ღირებულება 216.967 მლნ აშშ დოლარი იყო.

ზრდა დაფიქსირდა იმპორტის მიმართულებითაც, თუმცა შედარებით მცირე ტემპით. კერძოდ, ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი წლიურად 21.8%-ით გაიზარდა და 1.746 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 1.434 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

რა პროდუქტები შემოჰქონდა საქართველოს ჩინეთიდან?

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებს შორის ღირებულების მიხედვით პირველ ხუთეულში მოხვდა:

  • ნახევარგამტარი ხელსაწყოები – 135.097 მლნ აშშ დოლარი (18 121 ტონა);

  • მსუბუქი ავტომობილები – 71.103 მლნ აშშ დოლარი (7 443 ცალი);

  • ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტროგარდამქმნელები – 57.344 მლნ აშშ დოლარი (11 186 ტონა);

  • ჰაერის კონდიცირების მოწყობილობები – 45.276 მლნ აშშ დოლარი (6 298 ტონა);

  • ბრტყელი ნაგლინი რკინა ან არალეგირებული ფოლადი, 600 მმ ან მეტი სიგანის – 43 684 მლნ აშშ დოლარი (58 812 ტონა).

რა გაჰქონდა საქართველოს ჩინეთში?

ექსპორტის მიმართულებით, ღირებულების მიხედვით, პირველ ხუთეულში შემდეგი პროდუქტები მოხვდა:

  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 347.718 მლნ აშშ დოლარი (75 181 ტონა);

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 103.315 მლნ აშშ დოლარი (139 792 ტონა);

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 84.351 მლნ აშშ დოლარი (27 628 ტონა);

  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები – 13.008 მლნ აშშ დოლარი (3 130 ტონა);

  • მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები – 9.185 მლნ აშშ დოლარი (36 ტონა).