2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით 493-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.
მონაცემების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე მეტი უკრაინის მოქალაქეა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საქართველოში თავშესაფარი უკრაინის 169-მა მოქალაქემ მოითხოვა.
ქვეყნების მიხედვით, მეორე ადგილზე თურქეთია, რომლის 83-მა მოქალაქემ მიმართა საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით. სამეულს ინდოეთი 45 განაცხადით ასრულებს.
ათეულში ასევე შედიან ირანის (42), რუსეთის (32), პაკისტანის (17), იორდანიის (12), ეგვიპტის (10), აზერბაიჯანისა (6) და კუბის (6) მოქალაქეები.
2026 წლის სამ კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით მიმართვის რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
-
უკრაინა – 169;
-
თურქეთი – 83;
-
ინდოეთი – 45;
-
ირანი – 42;
-
რუსეთი – 32;
-
პაკისტანი – 17;
-
იორდანია – 12;
-
ეგვიპტე – 10;
-
აზერბაიჯანი – 6;
-
კუბა – 6.