6 ნოემბერს ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბულგარეთში რამდენიმე ტელეკომპანიის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც რედაქციებმა ბომბის აფეთქების მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები მიიღეს. Reuters-ის ცნობით, შეტყობინებებს ხელს აწერდნენ „მიხეილ ანდროპოვის“ სახელით. ასაფეთქებელი მოწყობილობები არც ერთ შენობაში არ აღმოჩენილა, თუმცა ზოგიერთ მაუწყებელში მუშაობა სამ საათამდე შეჩერდა.

ინციდენტს წინ უძღოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 19 ავიარეისზე ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები. ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, მიჰოლ მარტინის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მედიასაშუალებებისა და ავიარეისების წინააღმდეგ მიმართული მუქარები კოორდინირებულ თავდასხმას. მისი შეფასებით, მსგავსი ქმედებების მიზანი საზოგადოებაში შიშისა და ქაოსის გამოწვევაა.