აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი, 200-მეგავატიანი ენერგოდამაგროვებელი სისტემის მშენებლობაზე, ჩინურმა კონსორციუმმა გაიმარჯვა. ADB-ის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 71 მილიონი დოლარია.
პროექტის განხორციელების ვადებიც შეიცვალა. თავდაპირველი გეგმით, მშენებლობა 2026 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პირველი ტენდერი უშედეგოდ დასრულდა და სამუშაოები 2027-2028 წლებში განხორციელდება. პროექტს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ახორციელებს.