გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოძრაობა აღდგა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-ე–107-ე კილომეტრებზე. აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა მანამდე შეზღუდული იყო.