ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობას სთავაზობს და სთხოვს, რომ ასისტენტებად მებრძოლები, მათ შორის რუსები, დანიშნოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

,,მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დიად დანა უაითს, ძლიერ მებრძოლსა და მეომარს, შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზეთ. მოვითხოვე, რომ მან თავისთან ერთად მოიყვანოს ასისტენტები, იმისდა მიუხედავად, რომ ზოგიერთი ჩვენი ქვეყნიდან არ არიან, როგორებიცაა ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი, და კეილა ჰარისი. ეს ხალხი გვჭირდება შეშლილი მემარცხენეებისგან საკუთარი თავის დასაცავად. დანა შეუდარებელი პრესმდივანი იქნება. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!” - წერს ტრამპი.