მოლდოვის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Flyone კიშინიოვი-თბილისი-კიშინიოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას 20 ივნისიდან დაიწყებს. ინფომრაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განცხადების მიხედვით, ფრენები მიმდინარე წლის 20 ივნისიდან ყოველდღიურად შესრულდება.
კიდევ ერთმა მოლდოვურმა ავიაკომპანია Air Moldova-მ კიშინიოვიდან პირდაპირი ფრენები 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო, თუმცა მიმდინარე წლის მარტში ავიაკომპანიის რეისები თბილისში გაურკვეველი ვადით გაუქმდა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ კვარტალში მოლდოვადან საქართველოში, დაახლოებით, 2,5 ტურისტული მოგზაურობა შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე, თითქმის, ოთხჯერ მეტია.