მთელ მსოფლიოში, ადგილობრივ კულტურაში ჩაღრმავება მოგზაურებისთვის მთავარი პრიორიტეტი ხდება, – ამას  მოწმობს პლატფორმა Skift–ის ახალი კვლევები.

ტურიზმის კვლევის პლატფორმის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, „Skift State of Travel 2026“ აანალიზებს თუ როგორ იცვლება მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ტენდენციები და რა ფაქტორები განსაზღვრავს მოგზაურთა გამოცდილებას საზღვარგარეთ. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კულტურაში ჩაღრმავება მთელ მსოფლიოში მუდმივად უსწრებს თავგადასავლებსა და ფუფუნებას.

აზიაში, კულტურული მოგზაურები — ისინი, ვინც ამ ფორმატზე დებს ფსონს — გამოკითხულთა სრულ 50%-ს წარმოადგენდნენ, მაშინ როდესაც თავგადასავალს პირველ ადგილზე აყენებდა 32%, ხოლო ფუფუნების გამოცდილების ძიებას - 30%.

მსგავსი სურათი შეინიშნება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში: ამ ბაზრებზე მოგზაურთა შესაბამისად 42%, 39% და 36% კლასიფიცირდა, როგორც კულტურულ ინტეგრაციაზე ორიენტირებული.

Skift–ი აღნიშნავს, რომ ყველაზე მოთხოვნადი დასვენების ფორმატები კულტურულ გამოცდილებას ნამდვილ ფუფუნებასთან, კეთილდღეობასთან და ბუნებასთან აერთიანებს.

ვრცლად euronews – ზე