2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ქართული მართვის მოწმობა რუსეთის 126-მა მოქალაქემ აიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ეს აპრილ-ივნისში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაცემული მართვის მოწმობების თითქმის 57%-ია.

საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნის 222 მოქალაქეზე გაიცა პირველადი მართვის მოწმობა. მათ შორის ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე იყო — 126 პირი.

უცხოელებს შორის ქართული მართვის მოწმობის აღების რაოდენობით მეორე ადგილზე ბელარუსის, ხოლო მესამეზე უკრაინის მოქალაქეები არიან.

გთავაზობთ TOP-10 ქვეყანას, რომლის მოქალაქეებმაც 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში მართვის მოწმობა აიღეს:

  • რუსეთი — 126

  • ბელარუსი — 29

  • უკრაინა — 20

  • ინდოეთი — 7

  • აზერბაიჯანი — 5

  • გერმანია — 5

  • სომხეთი — 3

  • თურქმენეთი — 3

  • აშშ — 2

  • ყაზახეთი — 2

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ქართული მართვის მოწმობები სირიის, იორდანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმაც აიღეს.

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის აპრილ-ივნისში საქართველოში ჯამში 12 132 პირველადი მართვის მოწმობა გაიცა. მათგან 11 611 საქართველოს მოქალაქეებზე, 222 — უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ხოლო 299 შემთხვევაში მოქალაქეობა მითითებული არ არის.

საანგარიშო პერიოდში მართვის მოწმობის ამღებთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის იყო, ყველაზე ასაკოვანი კი — 72 წლის.