თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 500 000 ლარი გამოეყო.
შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, გამოყოფილი თანხის თელავის მუნიციპალიტეტისთვის გადარიცხვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა.
სტიქია თელავში 2026 წლის 12 ივლისს, გამთენიისას მოხდა. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია, რის გამოც ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, თელავის სადგურზე ნალექების რაოდენობამ 57.3 მმ შეადგინა, რაც ქალაქისთვის ივლისის თვის ნორმის 85%-ია. იყალთოს სადგურზე კი ნალექების რაოდენობამ 40.1 მმ შეადგინა.