ხვიჩა კვარაცხელიას ახალი აგენტი მუსა სისოკო იქნება – ინფორმაციას გამოცემა Everything Soccer-ი ავრცელებს.

კვარაცხელაის ახალი მენეჯერი წარმოშობით მალელია, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქეა. ის გავლენიანი აგენტია, რაზეც მისი კლიენტების სიაც მეტყველებს: უსმალ დემბელე, დეზირე დუე, ბრედლი ბარკოლა, რაიან ჩერკი, დაიო უპამეკანო, ელი-ჯუნიორ კრუპი, რანდალ კოლო მუანი.

წყაროს ცნობით, კვარაცხელიასა და სისოკოს შორის კონტრაქტი მალე გაფორმდება.

1tv.ge