უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართული ნატოს სამიტის შედეგები შეაჯამა. 

მისი განცხადებით, ნატო უკრაინის წევრი რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ გახდება.

„რა მივიღეთ სამიტიდან?
ლიდერების მხარდაჭერა და ცალსახა ფაქტი, რომ უკრაინა ნატოში იქნება.

როდის იქნება?
მჯერა, რომ უსაფრთხოების ვითარების დასტაბილურებისთანავე ვიქნებით ნატოში. მარტივი ენით, როცა ომი დამთავრდება, უკრაინას აუცილებლად მიიწვევენ ნატოში, უკრაინა კი აუცილებლად გახდება კავშირის წევრი. დღეს სხვა აზრი არ გამიგია“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.