რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ნატოს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა მესამე მსოფლიო ომს აახლოებს.
ლიეტუვაში აშშ-ის ხელმძღვანელობით ალიანსის სამიტის პირველი დღის კომენტირებისას, მედვედევმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გაზრდილი სამხედრო დახმარება რუსეთს მიზნების მიღწევაში ხელს ვერ შეუშლის.
„სრულად შეშლილი დასავლეთი სხვა ვერაფერს მოიფიქრებდა... ფაქტობრივად, ეს ჩიხია. მესამე მსოფლიო ომი უფრო ახლოვდება“, - წერს მედვედევი Telegram-ზე.