ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში პირადი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი საავტომობილო საწვავისა და ზეთების ფასები აგვისტოში წინა წელთან შედარებით 23.8%-ით გაიზარდა.

ივლისში ფასები 16.9%-ით, ივნისში 13.7%-ით, მაისში 20.7%-ით, აპრილში 20.8%-ით და მარტში 12.9%-ით გაიზარდა. თებერვლამდე საწვავის ფასები ზოგადად მცირდებოდა როგორც მთლიანად ევროკავშირში, ასევე ქვეყნების უმეტესობაში.

აგვისტოში, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 18-ში ფასების ზრდის ტემპმა 20%-ს გადააჭარბა.

საწვავის ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბულგარეთში (+34.5%), ლიეტუვაში (+28.8%), ფინეთში (+27.6%), გერმანიაში (+27.5%) და საფრანგეთში (+27.4%). უნგრეთში ზრდამ მხოლოდ 1.3% შეადგინა, ხოლო შვედეთში - 6.1%.

აგვისტოში, ევროკავშირში დიზელის საწვავის ფასები წინა თვესთან შედარებით 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო ბენზინის ფასები 3.3%-ით. ივლისში, თვის მაჩვენებლით, ისინი შესაბამისად 4.3%-ით და 4.7%-ით გაიზარდა.

წყარო: interfax