გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს 700 მლნ ევროს ოდენობით. ამის შესახებ ვილნიუსში ნატოს სამიტზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პარტია საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკებსა და არტილერიას მოიცავს.
მან გამოთქვა რწმენა, რომ დახმარების შემდეგი პაკეტი „უკრაინის მდგრადობის გაძლიერებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“.
კანცლერი ოლაფ შოლცი, პაკეტის გადაცემის შესახებ ნატოს სამიტზე გამოსვლისას ოფიციალურად გამოაცხადებს.
ამ დრომდე გერმანიას უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემის 3 მლრდ ევროს ღირებულების პაკეტი აქვს დამტკიცებული.