The wall street journal - ის ცნობით, 92 წლის მილიარდერი ჯორჯ სოროსი ბიზნესის საკონტროლო პაკეტს  25 მილიარდ დოლარის აქტივებს მის შვილს, 37 წლის ალექსანდრე სოროსს გადასცემს, ადრე პოტენციურ მემკვიდრედ სოროსის კიდევ ერთი ვაჟი ითვლებოდა, მაგრამ მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა.

2022 წლის დეკემბერში, ფონდ ღია საზოგადოების დირექტორთა საბჭომ, რომელიც მხარს უჭერს პროგრამებს განათლების, კულტურის, ხელოვნებისა და ჯანდაცვის სფეროს, მის ნაცვლად ალექსანდრე სოროსი აირჩია. ალექსანდრე სოროსი ასევე შეუერთდა საინვესტიციო კომიტეტს, რომელიც მისი მამის მიერ დაარსებულ Soros Fund Management ფონდს აკონტროლებს და მართავს სოროსის ოჯახის ქონებას.

სოროსის სპიკერმა გამოცემას განუცხადა, რომ ფონდის მიერ მართული 25 მილიარდი დოლარის უმეტესი ნაწილი მომავალ წლებში ღია საზოგადოების ფონდებს გადაეცემა.

WSJ იხსენებს, რომ წარსულში სოროსს არ სურდა, რომ ფონდის მართვა რომელიმე შვილსთვის გადაეცა იმ პრინციპით, რომ მას უნდა მართავდეს ის, ვისაც ეს ყველაზე მეტად შეეფერება. შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მის მემკვიდრედ ითვლებოდა კიდევ ერთი ვაჟი - 52 წლის ჯონათან სოროსი (ალექსანდრეს ნახევარძმა), რომელიც ხშირად მამასთან ერთად ჩოგბურთს თამაშობდა , მუშაობდა ჰეჯ-ფონდში და კოლეგებში ავტორიტეტი მოიპოვა, მაგრამ შვილსა და მამას შორის ჩხუბი და უთანხმოება დაიწყო, კერძოდ, ფონდში უფროსი თანამშრომლების აყვანის საკითხებზე, წერს გაზეთი. ასეთი შეუსაბამობების გამო გეგმა შეიცვალა და ალექსანდრე გახდა მემკვიდრე.

ალექსანდრე სოროსმა WSJ-ს განუცხადა, რომ მისი შეხედულებები იგივეა, რაც მამის შეხედულებები, მაგრამ ის აპირებს უფრო აქტიური იყოს ხმის მიცემის და აბორტის უფლების მხარდასაჭერად. მან აღიარა, რომ მას მოუწევს ინვესტიცია პოლიტიკაში, რათა თავიდან აიცილოს დონალდ ტრამპის დაბრუნება შეერთებულ შტატებში ხელისუფლებაში.

„რამდენადაც მე მინდა პოლიტიკიდან ფულის ამოღება, როცა ამას მეორე მხარე აკეთებს, ჩვენც მოგვიწევს“, - განაცხადა მან.