მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, მათ შორის ევროკავშირის ექსპერტებმა, შეიმუშავა გენეტიკური ტესტი, რომელსაც შეუძლია ზუსტად იწინასწარმეტყველოს ბავშვის სიმსუქნის განვითარების ალბათობა. მეთოდი აანალიზებს დნმ-ის 1.3 მილიონზე მეტ მცირე მუტაციას – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ტესტი 5 მილიონი ადამიანის მონაცემების ფართომასშტაბიან კვლევას ეფუძნება. მეცნიერებმა ჭარბ წონასთან დაკავშირებული ათასობით გენეტიკური ვარიაცია გამოავლინეს. მათი კომბინაცია ადრეულ ასაკში სიმსუქნის მძიმე ფორმებისადმი წინასწარ განწყობის 80%-იან ალბათობას იძლევა.