„ბრიტანეთში საკვების ინფლაცია წლის ბოლოს ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწევს, თუმცა უცნობია რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების ჩაშლის შედეგები“,- ამის შესახებ ბრიტანეთის საცალო კონსორციუმი (BRC) წერს.
დიდ ბრიტანეთში სურსათზე ინფლაცია ივნისის 14.6%-იდან ივლისში 13.4%-მდე შემცირდა, თუმცა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები კვლავ ძალიან სწრაფად იზრდება. ივლისში წინა წელთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 7.6%-ით გაიზარდა.
გამოცემა წერს, რომ ფასები სტაბილურდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა გავლებას იქონიებს ფასებზე, რუსეთის გასვლა მარცვლეულის შეთანხმებიდან, ასევე ინდოეთის ბრინჯის ექსპორტის შეზღუდვები.