2026 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების
 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების  მიერ განხორციელებული ვიზიტების  რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2026 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 994.8 ათასს მიაღწია, რაც 2.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 997.5 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 4.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

საერთაშორისო ვიზიტორების 85.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები  იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების 
 წილმა 11.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.3 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. 

2026 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 202.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 20.3 პროცენტს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 18.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე — სომხეთი 11.8%-იანი წილით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (238.4 ათასი), რუსეთის ფედერაციისა (230.7 ათასი) და სომხეთის (160.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა (47.4 პროცენტი) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 38.2 პროცენტს შეადგენდა. 

2026 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (46.5 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 698.6 ათასი და 306.0 ათასი ვიზიტი. 

2026 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.87 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.50 ღამე) 6.8 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 83.6 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2026 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.

2026 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის I კვარტალთან შედარებით 5.1 პროცენტით შემცირდა და 1 897.1 ლარი შეადგინა.

საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა საქსტატმა გაავრცელა