ქართულმა რესტორანმა Nunuka-მ მიშლენის რეკომენდაცია მეოთხედ მიიღო, - ინფორმაციას ამის შესახებ რესტორნის ინსტაგრამ გვერდი ავრცელებს. 

Nunuka მადრიდის შუაგულში პანდემიის შემდეგ გაიხსნა, მიშლენის პირველი რეკომენდაცია კი  2023 წლის მაისში მიიღო. 

“ნუნუკას” ინტერიერის დიზაინში ბევრ ქართულ ელემენტს შეხვდებით, მათ შორის - რამდენიმე ძველ ნივთს, რომელიც რესტორნის დამფუძნებელმა ესპანეთში საქართველოდან, ბებიის სახლიდან წაიღო. სწორედ მისი ბებიის სახელს - ატარებს მადრიდის შუაგულში მდებარე ქართული რესტორანი.

მადრიდში მდებარე ქართული რესტორნის სამზარეულოს შეფმზარეული დავით ნარიმანიშვილის უძღვება. 

რესტორნის მენიუში შეხვდებით ისეთ კერძებს, როგორიცაა: ხარჩო ელარჯით, შქმერული თაშმიჯაბით,  თევზის საცივი გურულად და ქართული სალათა კიტრი-პომიდვრითა და კახური ზეთით, ასევე აჭარულ, იმერულ, მეგრულ და გურულ ხაჭაპურს.