ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) აპრილის სხდომაზე, რომელიც ხუთშაბათს დასრულდა, ძირითადი საპროცენტო განაკვეთები უცვლელი დატოვა.

მარეგულირებლის განცხადების თანახმად, დეპოზიტების განაკვეთი წლიური 2%–ის დონეზე დარჩა, ძირითადი რეფინანსირების ოპერაციების (MRO) განაკვეთი - 2.15%-ის, ხოლო მარჟის სესხის განაკვეთი - 2.4%-ის დონეზე.

გადაწყვეტილება დაემთხვა ანალიტიკოსებისა და ბაზრის მონაწილეების მოლოდინებს.

განაკვეთები ამ დონეზე გასული წლის ივლისიდან რჩება.

ვრცლად interfax - ზე