გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანიას ირანთან კონფლიქტის შეწყვეტაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესი აქვს.
მისი თქმით, ენერგომატარებლების გაძვირება ევროპას უკვე 100 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდა.
„მე მხოლოდ შემიძლია, კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მივმართო: ეს კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება“, — აღნიშნა მერცმა.
კანცლერის თქმით, გერმანია და მისი პარტნიორები სხვადასხვა არხის საშუალებით მუშაობენ დიპლომატიური ძალისხმევის კოორდინაციისა და გააქტიურებისთვის, რათა კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა უმაღლეს სამხედრო სარდლობასთან პირადი შეხვედრა გამართა ირანთან ომში შემდგომი ნაბიჯების განსახილველად.
მედია ასევე წერდა, რომ ვაშინგტონმა სპარსეთის ყურის რამდენიმე არაბულ ქვეყანა გააფრთხილა, მოემზადონ ირანის წინააღმდეგ მოკლე და ინტენსიური სამხედრო კამპანიისთვის აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ.