რომელ კლინიკებშია შესაძლებელი ფილტვის კიბოს სკრინინგის ჩატარება თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში - სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:  https://shorturl.at/ELfDb

შეგახსენებთ, რომ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას თბილისის მერია პირველი მაისიდან იწყებს.

უფასო სკრინინგი ჩაუტარდება დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სკრინინგის პროგრამის დეტალები, მათ შორის ასაკი, ონკოლოგიის, რადიოლოგიისა და პულმონოლოგიის დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განისაზღვრა. ასევე, შეირჩა წამყვანი კლინიკები და საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

jandacva.ge