ბრაზილიაში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2026 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 20.2 მილიარდ რეალს (დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი) ნიშნულს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 9.2%-ით მეტია, ნათქვამია ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ეს დადებითი ტენდენცია აპრილშიც გაგრძელდა და შემოსავლები წინა წელთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა და 4.19 მილიარდი რეალი (837.2 მილიონი დოლარი) შეადგინა.

ბრაზილიის ხელისუფლება რეკორდულ მაჩვენებლებს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ახალი სტრატეგიის  – Plano Brasis–ის განხორციელებას მიაწერს. პროგრამის წარმატება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ახალი პირდაპირი მარშრუტებით საჰაერო მიმოსვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება. ამ უკანასკნელმა ღონისძიებამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩინეთიდან ტურისტების ნაკადზე, რომელიც, ბოლოდროინდელი ცვლილებების შემდეგ, წლის პირველ თვეებში 75%-ით გაიზარდა.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე