ფრანგულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანია Airbus-მა წარმატებით გამოცადა პირველი A350-1000ULR (MSN 707). Airbus-ის პრესსამსახურის ცნობით, ეს არის ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas-ის მიერ შეკვეთილი 12 თვითმფრინავიდან პირველი.
ეს თვითმფრინავი სპეციალურად შექმნილი იყო ულტრაშორი ფრენების განსახორციელებლად, რაც ადრე ტექნიკურად შეუძლებლად ითვლებოდა.
Qantas-მა A350-1000ULR თვითმფრინავი 2022 წელს შეუკვეთა. Qantas-მა თავდაპირველად განიხილა ამ ფრენებისთვის Boeing 777X-ის გამოყენება, მაგრამ შემდეგ Airbus-ს მიმართა.
Qantas-ის პროექტი მიზნად ისახავს სიდნეის პირდაპირ დაკავშირებას ლონდონთან და ნიუ-იორკთან. ეს მარშრუტები მოიცავს თითქმის 18,520 კმ მანძილს, ფრენის დროით 22 საათამდე, საწვავის შევსების გარეშე.