მადრიდში განაახლეს მწვანე ტრანსპორტის სუბსიდირების პროგრამა – ქალაქის მცხოვრებლებს ელექტრო ველოსიპედის შეძენისას შეუძლიათ მიიღონ 400 ევრომდე კომპენსაცია ან ღირებულების 50%-მდე – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
პირობები მარტივია: ველოსიპედი უნდა იყოს ახალი, არაუმეტეს 250 ვატის სიმძლავრის ელექტროძრავით და განავითაროს საათში 25 კილომეტრამდე სიჩქარე. ელექტროველოსიპედს ასევე უნდა ჰქონდეს განათება, ფარები და სადგამი.
ველოსიპედების გარდა, სუბსიდიები ვრცელდება სხვა ელექტრო ტრანსპორტზეც: სკუტერებზე, მოტოციკლებსა და კვადროციკლებზე. გადახდების ოდენობა შეადგენს ღირებულების 50%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 600-2000 ევროსა, აღჭურვილობის ტიპის მიხედვით.