ბევრი ადამიანი BMW-ს უპირველეს ყოვლისა სიმძლავრისა და სიჩქარის ირჩევს, ვიდრე საიმედოობის გამო. თუმცა, ბავარიული ბრენდის ასორტიმენტში შედის საიმედო მანქანები, რომლებიც თითქმის არ იმტვრევა და ზიანდება ამის შესახებ HotCars პორტალის ექსპერტები წერენ.

2013 წლის BMW 1-სერიის ჰეჩბეკი ყველაზე საიმედო BMW მანქანების რეიტინგის სათავეშია. მას  JD Power-ის სანდოობის რეიტინგით 89 ქულა აქვს 100-დან. მისი მოვლის ღირებულება წელიწადში საშუალოდ $801-ია.

მეორე ადგილზეა 2017 BMW 2-Series, სანდოობის ქულით 88. მისი საშუალო ტექნიკური ხარჯები $922-ია წელიწადში.

ტოპ 3-ს ავსებს BMW 5-სერიის 2016 წლის სედანი, საიმედოობის 88 ქულით. მისი მფლობელები წელიწადში საშუალოდ $892-ს ხარჯავენ მოვლაზე.

ყველაზე საიმედო BMW მანქანების რეიტინგი ასეთია:

  • BMW 1-სერია 2013 წელი;
  • BMW 2-სერია 2017 წელი;
  • BMW 5-სერია 2016 წელი;
  • BMW X3 2017 წელი;
  • BMW X1 2022 წელი;
  • BMW Z4 2007 წელი;
  • BMW 6-სერია 2007 წელი;
  • BMW 7-სერია 2007 წელი;
  • BMW 8-სერიის Gran Coupe 2020 წელი;
  • BMW 7-სერია 2022 წელი;
  • BMW X2 2020 წელი;
  • BMW X5 2018 წელი;
  • BMW 4-სერია 2022;
  • BMW X7 2021 წელი;
  • BMW 3-სერია 2016 წელი;
  • BMW i3 2017 წელი;
  • BMW 3-სერია 2011 წელი.