გალაქტიკებს გარს აკრავს გაზისა და მტვრის ნისლი, რომელიც საკმაოდ შორს ვრცელდება. მატერიის ამ თხელ ფენას გალაქტიკასშემოხვეულ გარემოს უწოდებენ და ეს ჰალო ხშირად იმდენად დიდია, რომ სწორედ მასზე მოდის გალაქტიკის ხილული მასის დაახლოებით 70 პროცენტი.

მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში ასე ძალიან არის გავრცელებული, ცოტა რამ არის ცნობილი ამ გარემოს ტიპური სტრუქტურის შესახებ, რაც ართულებს იმის გარჩევას, სად მთავრდება ერთი გალაქტიკის კიდე და სად იწყება მეორისა.

დაახლოებით 270 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ერთი გალაქტიკის კვლევამ ცხადყო ურთიერთქმედებები გალაქტიკასშემოხვეულ გარემოსა (CGM) და გალაქტიკის კაშკაშა დისკოს შორის, რაც მკვლევრებს საზღვრის გამორკვევაში დაეხმარა; ეს ყველაფერი კი მიუთითებს, რომ ჩვენი გალაქტიკა შეიძლება იმაზე შორსაა გავრცობილი, ვიდრე წარმოგვიდგენია.

თუ ასეა, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ირმის ნახტომის შეჯახება ანდრომედას გალაქტიკასთან, რაც ძლიერ შორეულ მომავალშია პროგნოზირებული — შეიძლება, უკვე დაიწყო, სულ მცირე, ერთმანეთის გადაკვეთა დაიწყეს ორმა გალაქტიკასშემოხვეულმა გარემომ.

ავსტრალიელმა და ამერიკელმა ასტრონომებმა კეკის ობსერვატორიის ძლიერ მგრძნობიარე ინსტრუმენტით (Keck Cosmic Web Imager) რამდენიმე სურათი გადაუღეს შედარებით პატარა, სპირალურ გალაქტიკა IRAS 08339+6517-ს (შემოკლებით IRAS08).

გალაქტიკასშემოხვეულ გარემოს (CGM) წინა კვლევათა უმეტესობა იყენებდა შორეულ, ფონურ გალაქტიკებში შავ ხვრელთა მიერ მატერიის შთანთქმის შედეგად წარმოქმნილ სინათლეს. მიუხედავად იმისა, რომ კაშკაშა სინათლეს გალაქტიკის გარშემო გარემოს ბევრი დეტალი შეუძლია გამოავლინოს, ჰალოების ზოგიერთი ნაწილი მაინც მოუხელთებელი რჩებოდა.

ვრცლად პირველ არხზე