იტალიურმა UniCredit SpA-მ შესაძლოა მიმართოს ევროპის ცენტრალურ ბანკს გერმანული Commerzbank AG-ის წილის 30%-მდე გაზრდის ნებართვისთვის – იუწყება Bloomberg–ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მათივე ინფორმაციით, UniCredit–ი შესაბამის განაცხადს ევროპის ცენტრალურ ბანკს განსახილველად უახლოეს დღეებში წარუდგენს. ასეთი განაცხადის წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ UniCredit აუცილებლად გაზრდის წილს Commerzbank-ში 30%-მდე ან კიდევ გააგრძელებს აქციების შეძენას, აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ UniCredit-მა Commerzbank-ში 9% შეიძინა. 

interfax