ირანის ხელმძღვანელობამ ასობით გემი აშშ-ისკენ, ძირითადად ტეხასის, ლუიზიანისა და ალასკის მიმართულებით გადმოამისამართა ნავთობის შესაძენად, დიდი მადლობა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ირანთან ომის მიმდინარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ომს დიდი უპირატესობით იგებს.
„ყველაზე მთავარია ბლოკადა, რომელსაც არ მოვხსნი „შეთანხმებამდე“. ის ირანს აბსოლუტურად ანგრევს. ისინი დღეში 500 მილიონ დოლარს კარგავენ – რიცხვი, რომლის გაძლებაც შეუძლებელია, თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში. ამერიკის საწინააღმდეგო ყალბი მედია ირანის გამარჯვებას უჭერს მხარს, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი!“ – წერს დონალდ ტრამპი.
1tv.ge