ევროპა დემოგრაფიული შემცირებისკენ მიდის. Eurostat-ის პროგნოზით, 2100 წლისთვის ევროკავშირის მოსახლეობა 11.7%-ით შემცირდება, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა დაახლოებით 53 მილიონით დაიკლებს.

როგორც ევროკავშირის სტატისტიკის ოფისში აცხადებენ, კლება მაშინვე არ დაიწყება, რადგან ბლოკის მოსახლეობა, სავარაუდოდ, ოდნავ გაიზრდება და 2029 წლისთვის პიკს 453 მილიონს მიაღწევს. რის შემდეგ კი დაიწყება ხანგრძლივი კლების პროცესი, რის შედეგადაც მაჩვენებელი 400 მილიონს ჩამოსცდება.

როგორც ირკვევა, დემოგრაფიული ცვლილებების მთავარი მიზეზი შობადობის დაბალი დონეა. ევროპაში შობადობის კოეფიციენტი ქალზე საშუალოდ 1.3-მდე შემცირდა. Eurostat-ში განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევენ იმას, რომ ეს მაჩვენებელი კლებას კვლავ განაგრძობს. 

ცნობისთვის, დემოგრაფიული სურათის ცვლილება მუშახელის დეფიციტს და პენსიონერთა რაოდენობის ზრდას იწვევს, რაც ევროპის საპენსიო და ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლას გაზრდის.