20 აპრილს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF), მოსადმა და შინ ბეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დაადასტურეს, რომ გამოვლენილია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მიერ მხარდაჭერილი ქსელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსა და აზერბაიჯანში ებრაულ სამიზნეებზე თავდასხმებს გეგმავდა.

ერთობლივი განცხადების მიხედვით, დაჯგუფების გეგმები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც აზერბაიჯანის სამართალდამცავმა ორგანოებმა მათი წევრები დააკავეს.

ისრაელური სააგენტოების მიხედვით, დაჯგუფების წევრები ირანიდან მიღებული პირდაპირი მითითებებით მოქმედებდნენ და ქვეყანაში სადაზვერვო მონაცემებს აგროვებდნენ. 

მოსადის, IDF-ისა და შინ ბეთის აცხადებენ, რომ გააგრძელებენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა მსგავს საფრთხეებს გაუმკლავდნენ და ხელი შეუშალონ ირანის მცდელობებს, რომ მიზანში ამოიღონ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და უცხოეთში მდებარე დიპლომატიური ობიექტები.