UFC-ს ქვემსბუქი დივიზიონის ჩემპიონმა, ავსტრალიელმა ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან გამართული ბრძოლის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2024 წლის თებერვალში ნოკაუტით წააგო.

„ვიჩქარე. ვფიქრობ, ილია თოფურიასთან ბრძოლას ნაჩქარევად დავთანხმდი. შეხვედრისთვის მოსამზადებლად მეტი დრო მჭირდებოდა.

მსგავსი ნოკაუტით არასდროს დავმარცხებულვარ. მან სუფთად დამარტყდა და რამდენიმე წამში გავითიშე“, – განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

ავსტრალიელმა მებრძოლმა UFC-ს ქვემსუბუქი (65კგ) დივიზიონის ტიტული მას შემდეგ დაიუბრუნდა, რაც ილია თოფურიამ ქამარი დათმო და მსუბუქ წონაში (70კგ) გადაინაცვლა. აპრილში ვოლკანოვსკიმ დიეგო ლოპესი დაამარცხა.

პირველი არხი