იაპონური სტარტაპი Iwaya Giken ექსტრემალური მოგზაურობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და ჰელიუმის ბუშტით სტრატოსფეროში ფრენებს იწყებს.
Kyodo News-ი წერს, რომ ის ვინც ჰელიუმის ბუშტით სტრატოსფეროში გაფრინდება ზევიდან განსაცვიფრებელი სანახაობის მომსწრე იქნება.
Iwaya Giken-მა კოსმოსური ტურიზმის პროექტზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო და პირველი სატესტო ფრენა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაასრულა. 25 მეტრის სიმაღლის ჰელიუმის ბუშტი საცდელი ადგილიდან ტოკაჩის რაიონში, კუნძულ ჰოკაიდოზე აფრინდა. ბორტზე აკიჰიტო ოიკავა, კომპანიის მთავარი თანამშრომელი იმყოფებოდა.
ბურთის ქვეშ ჩამოკიდებული სალონი 1,1 მეტრი სიგანისა და 1,5 მეტრი სიმაღლისაა.
იაპონელი დეველოპერები, 2023 წლის ბოლომდე, თავიანთი ბუშტის 25 კმ სიმაღლეზე გაშვებას გეგმავენ. დედამიწიდან სწორედ ამ მანძილზე მდებარეობს პლანეტის სტრატოსფეროს ფენა.
Iwaya Giken პირველი კომერციული ფრენის განხორციელებას 2024 წლის მარტამდე გეგმავს. ოთხსაათიანი მგზავრობა თითო მგზავრზე 24 მილიონი იენი (164 000 დოლარი) დაჯდება.
მიუხედავად იმისა, რომ ფრენები თავდაპირველად ძვირი იქნება, კომპანიას სურს ღირებულება რამდენიმე მილიონ იენამდე (ათიათასობით დოლარამდე) შეამციროს, როგორც მისი „სივრცის დემოკრატიზაციის“ გეგმის ნაწილი. კომპანიამ ფრენის მსურველებისგან განაცხადების მიღება უკვე დაიწყეს.