რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-15 პაკეტი, რომელიც ევროპულმა საბჭომ დღეს საბოლოოდ დაამტკიცა, 54 ფიზიკური პირს მოიცავს.
იმ პირთა შორის, რომლებიც რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს უკავშირდება, რამდენიმე ქართული გვარი და საქართველოსთან დაკავშირებული პირი ფიგურირებს.
ესენი არიან:
- თინა კანდელაკი - საქართველოში დაბადებული, რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგ „გაზპრომ-მედიის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა.
- ანდრეი ავერიანოვი - რუსეთის სამხედრო დაზვერვის „29155 ქვედანაყოფის“ დამფუძნებელი. მისი ვაჟი, ალბერტ ავერიანოვი თბილისში ამერიკის საელჩოს თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართულ სპეციალური ოპერაციაში მონაწილეობდა
- ნიკოლაი ტუპიკინი - ციფრული დეზინფორმაციის კამპანიის უკან მდგარი პირი. ის ჯგუფ „სტრუქტურის“ დამფუძნებელია, რომელიც მან ილია ღამბაშიძესთან ერთად დააარსა. ორივე მათგანი აშშ-ის მიერ არის სანქცირებული, ხოლო თავად ღამბაშიძეს და მის ორ კომპანიას სანქციები ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში ევროკავშირმაც დაუწესა. ღამბაშიძის ციფრული მარკეტინგის სააგენტო, კრემლთან თანამშრომლობით, ყალბი ამბების ვებგვერდებს, ზოგჯერ კი რეალური მედიის ვებგვერდების კლონებს ქმნის.