7 დეკემბერს, ბაკურიანში, ხოლო 14 დეკემბერს გოდერძიზე სასრიალო სეზონი გაიხსნა.
„ბაკურიანში ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე, ღიაა შემდეგი საბაგიროები და შესაბამისი ტრასები:
დიდველზე – ნოდო და ჰალფ პაიპი
კოხტაზე – კოხტა პლატო.
გოდერძიზე ყოველდღე, ღია იქნება საბაგიროები და შესაბამისი ტრასები: ჭანჭახი და ზანკა.
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 10:00-16:00 სთ.
შაბათ-კვირას – 10:00-17:00სთ.“, - წერია ოფიციალურ განცხადებაში.