ჩვენი ამბიციური საბოლოო მიზანია 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვესადგური „წყალტუბო 500“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა  კეთილდღეობის შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს სწორედ 2030 წლისთვის.

„ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის წინაშე და არა მარტო, საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს არის ნდობა, რომელიც აუცილებლად პირნათლად უნდა შესრულდეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ ყველას, ვინც იყო ჩართული ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში. მინდა წარმატებები გისურვოთ“,  - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს