რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აუკრძალა რუს ტუროპერატორებს ტურების გაყიდვა აფხაზეთში, როდესაც იქ არეულობები დაიწყო, განუცხადა Gazeta.ru-ს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) ვიცე-პრეზიდენტმა არტურ მურადიანმა.

მურადიანის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება კვლავ „ეწინააღმდეგება“ იმ ნორმების დამტკიცებას, რამაც გამოიწვია მათი პრეზიდენტის გადადგომა, „აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს საგანმანათლებლო მუშაობა აფხაზურ ბიზნესთან - აეკრძალებათ ტურისტული ნაკადი რუსეთიდან, რაც იყო მათი მთავარი წყარო“.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შესაბამისი აკრძალვა მას შემდეგ შემოიღო, როდესაც აფხაზეთში არეულობა დაიწყო, განმარტა მურადიანმა. მურადიანის თქმით, დეპარტამენტმა შესაძლოა შეზღუდვა მოხსნას აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და რესპუბლიკაში ვითარება დასტაბილურდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ტურისტებს არ ეკრძალებათ აფხაზეთის მონახულება, მათ ეს შეუძლიათ დამოუკიდებლად, ტუროპერატორის გარეშე გააკეთონ.