ბაშარ ასადმა სირიიდან რუსეთში თითქმის 2 ტონის მოცულობის ევრო და დოლარი გადაიტანა, წერს გამოცემა The Financial Times კონფიდენციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით. როგორც სტატიაში აღნიშნულია, 2018-2019 წლებში სირიიდან ვნუკოვოს აეროპორტში 21 რეისი ჩავიდა, რომლის ბორტზეც $250 მილიონზე მეტი ნაღდი ფული იყო.
გამოცემა ინფორმაციით, თანხა $100 და €500 კუპიურებით გადაჰქონდათ და რუსულ ბანკებში ათავსებდნენ. აღნიშნულ რუსული ბანკები ამ დროისთვის სანქცირებულია.
FT-ი იხსენებს, რომ 2019-2020 წლებში სირიაში ეკონომიკური კრიზისი იყო, რაც სამხედრო არეულობასთან ერთად უცხოური ვალუტის მწვავე დეფიციტით იყო გამოწვეული.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა ძალებმა დამასკო დაიკავეს და რეჟიმი დაემხო, ასადმა სირიის პრეზიდენტის პოსტი დატოვა და მოსკოვში ჩავიდა.
ცნობისთვის, ოფიციალურმა მოსკოვმა სირიის ექსპრეზიდენტსა და მის ოჯახს თავშესაფარი მისცა.