რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას ოფიციალური წინადადების მომზადება დაავალა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ.

მათივე ცნობით, ევროკავშირის საბჭოში ამას მხარი დაუჭირა კვალიფიციურმა უმრავლესობამ, ევროკომისიამ კი უკვე დაიწყო საკითხზე მუშაობა და შესაბამის დოკუმენტს უახლოეს დღეებში მოამზადებს.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხის განხილვას.