იაპონური ავტომწარმოებელი Honda Motor Co. აშშ-ში, წინა სავარძელზე ღვედის დამჭერის პრობლემის გამო, 300 000-ზე მეტ მანქანას უკან იწვევს. პრობლემამ შეიძლება ავარიის დროს დაზიანების რისკი გაზარდოს. ამის შესახებ MarketWatch იტყობინება.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) განცხადებით, აღნიშნული პრობლემა Accords და HR-V მოდელებზე დაფიქსირდა. 

კომპანიამ უსაფრთხოების ღვედებში მოქლონების არარსებობა ახსნა როგორც აწყობის დროს დაშვებული შეცდომა.

16 ნოემბრის მდგომარეობით, Honda-მ ამ საკითხთან დაკავშირებით შვიდი საჩივარი მიიღო, მაგრამ მგზავრთა დაშავების შესახებ ინფორმაციას არ გავრცელებულა.