Destatis-ის მონაცემებით, გერმანიაში საავტომობილო სექტორში დასაქმება ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა ადგილობრივი კომპანიების მიერ ხარჯების შემცირების მცდელობის გამო.

ივნისის ბოლოს, ავტოინდუსტრიაში 691 500 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 12 თვის განმავლობაში სექტორმა 42 300 სამუშაო ადგილი დაკარგა, ანუ საერთო რაოდენობის 5.8%.

საავტომობილო ინდუსტრია გერმანიაში სიდიდით მეორე დამსაქმებელია, მანქანათმშენებლობის შემდეგ (900 000-ზე მეტი თანამშრომელი). უმსხვილესმა გერმანულმა ავტომწარმოებლებმა, მათ შორის Volkswagen-მა, BMW-მ და Mercedes-მა, ბოლო კვირების განმავლობაში შეამცირეს წლიური პროგნოზები ჩინეთში გაყიდვების შემცირების გამო. კონკრეტულად „ფოლკსვაგენი“ სამუშაო ძალის 100 000 ადამიანით შემცირებისა და რამდენიმე ქარხნის დახურვის შესაძლებლობას განიხილავს.

წყარო: interfax