ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ბლოკადა მსოფლიოს სასურსათო კატასტროფით ემუქრება, – ეს გაფრთხილება გაავრცელეს ორშაბათს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მთავარმა ეკონომისტმა, მაქსიმო ტორერომ და FAO-ს აგროსასურსათო ეკონომიკის განყოფილების დირექტორმა, დევიდ ლაბორდემ.

სრუტეში გადის ბუნებრივი აირის დაახლოებით 20%, რომელიც აზოტოვანი სასუქების ნედლეულია და მზა სასუქების მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ საზღვაო მოძრაობა მალე არ აღდგება, სოფლის მეურნეობაში სასუქების გამოყენება შემცირდება, რაც 2026 და 2027 წლების მეორე ნახევარში მოსავლიანობის შემცირებას და, შესაბამისად, საკვების ფასების ზრდას გამოიწვევს.

ტორერომ გააფრთხილა, რომ ყველაზე უარესი სცენარი — თუ გემები არ იმოძრავებენ, ხოლო ელ-ნინიოს ფენომენი ძლიერი იქნება — უარესი იქნება, ვიდრე COVID-19 პანდემიის ან 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გავლენა. მაშინაც კი, თუ საკვები ფიზიკურად ხელმისაწვდომია, სურსათის ინფლაციამ შესაძლოა ის ძალიან ძვირი გახადოს დაუცველი ჯგუფებისთვის.

„ყველაზე ნაკლებად რაც გვინდა, არის დაბალი შემოსავლიანობა, სასაქონლო ფასების ზრდა და სურსათის ინფლაცია მომდევნო წლის განმავლობაში“, - თქვა ეკონომისტმა.

ვრცლად liga.net – ზე